ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, წინუბანი-აწყურის მონაკვეთთან ცეცხლი გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერაა და დაახლოებით ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები, პოლიცია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მეტყევეები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები. საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს თბილისიდან ელოდებიან. ხანძრის გავრცელების სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.