საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 87 საკითხი განიხილეს
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში ორშაბათობით იმართება და მას დეპუტატებისა და განმცხადებლების გარდა, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს საქმის ვითარებას, რის შემდეგ ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში, მუშაობის პროცესში, დარგის ექსპერტებიც ერთვებიან.