მინდია ჯანელიძემ ჩეხეთის დელეგაციის წევრებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, მინდია ჯანელიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავიდ კადნერს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ტომაშ კუხტას, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო, სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ტომაშ პერნიცკის და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრობლობის, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საგარეო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბილანიშვილი და თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორი ნიკოლოზ ქავთარაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები