სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა რადიო “თბილისი”, დედაქალაქში FM93.5-ზე გაუშვა

რადიო “თბილისი”, დედაქალაქში ტალღაზე FM93.5-ზე იმუშავებს. ეს კომპანიის მეორე რადიოსადგურია, რომელიც საცდელი მაუწყებლობით 1 სექტემბერს ჩაირთო. როგორც რადიო “თბილისის” ხელმძღვანელი რამაზ სამხარაძე აცხადებს, რადიო მსმენელს გემოვნებიან მუსიკას AC/CHR-რადიოფორმატში სთავაზობს, რომლის ძირითადი სეგმენტი თბილისის მსმენელი იქნება.
რადიო სადგური თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს, ასევე ქალაქებში რუსთავსა და მცხეთაში. დღეს ორივე რადიოსადგურის პოტენციურ მსმენელთა რაოდენობა სამ მილიონამდე გაიზარდა. ჰერეთი და თბილისი კოოპერირებულად იმუშავებს, ერთიანი შეფუთვით, პროგრამებით და თანამშრომელთა გუნდით.
როგორც რადიოსადგურის მენეჯმენტში აცხადებენ, მალე რადიო „თბილისი“ დაიტვირთება ახალი ამბებით, საზოგადოებრივი-პოლიტიკური ტოქშოუებით და სხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებით. “რადიო იწყება ჩვენით”- ეს “თბილისის” სლოგანია. საძიებო სისტემაში რადიო “თბილისი” პირველი რადიოსადგურია. სამაუწყებლო კომპანიამ 17 წლის წინ, კახეთში პირველი დამოუკიდებელი რადიოსადგური – „ჰერეთი“ დააფუძნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები