საფრანგეთის ავიაცია სამშაბათიდან სირიაში სადაზვერვო ფრენებს დაიწყებს

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალები სამშაბათიდან სირიაში სადაზვერვო ფრენებს დაიწყებენ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისი თქმით, ოპერაცია „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ოლანდის განცხადებით, „ბოევიკები“ ტერორისტული აქტების მოწყობას აპირებენ, რომლებიც რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. საფრანგეთის ლიდერის თქმით, საფრთხის შესახებ ინფორმაციის მოპოვება მისი პირდაპირი ამოცანა და მოვალეობაა.
ამ ფრენების შემდეგ საფრანგეთი გადაწყვეტს, თუ რამდენად არის აუცილებელი ჯიჰადისტების პოზიციებზე ავიადარტყმების განხორციელება. ამასთანავე, ოლანდმა კატეგორიულად გამორიცხა სირიის ტერიტორიაზე საფრანგეთის მიერ სახმელეთო ოპერაციის ჩატარება.
ავიადარტყმებს სირიაში ახორციელებს კოალიცია აშშ-ს მეთაურობით. აგვისტოს ბოლოს ამ ოპერაციაში თურქეთიც ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები