ბათუმის პროკურატურის ორგანიზებით ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა

ბათუმის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, აჭარის ჭადრაკის ფედერაციისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჭადრაკში ტურნირი ჩატარდა.
ტურნირი, რომელშიც ბათუმის საჯარო სკოლების ოცდაცამეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა, ბათუმის ზღვისპირა პარკში. საჭადრაკო კლუბ „ნონაში“ გაიმართა.
სპორტული ღონისძიება ოლიმპიური ე.წ. ნოკაუტ სისტემით ჩატარდა და მასში 6-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. საპრიზო (I, II და III) ადგილზე გასული მოთამაშეები პროკურატურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ფასიანი საჩუქრები ასევე მიიღეს ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეებმა და ყველაზე საუკეთესო პარტიაში გამარჯვებულებმა.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდებში ძალადობის აღმოფხვრას, ანტინარკოტიკულ პროპაგანდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები