კონკურსში “თბილისი” მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება

კონკურს “თბილისში” მონაწილების მსურველთა განაცხადების მიღება 10 სექტემბერს დასრულდება. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსში “თბილისი” მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება გრძელდება.
კონკურსი, რომელიც ერთდროულად ხელოვნებისა და ლიტერატურის რამდენიმე სფეროს მოიცავს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ხორციელდება.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შეტანა რვა ნომინაციაზე, კერძოდ, წლის საუკეთესო პროზაული, პოეტური, ფერწერული, ფოტოხელოვნებისა და არქიტექტურის, ასევე წლის საუკეთესო სიმღერისა და ქანდაკების გამოსავლენად შეუძლიათ.
სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის კი წარმოდგენილია ნომინაცია “წლის საუკეთესო ესე – “ჩემი თბილისი”.
ამასთან, განსაკუთებული აღნიშვნის ღირსი ის ნაშრომი, რომელმაც ვერც ერთ წარმოდგენილ ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, ,,ჟიურის სპეციალური პრიზით’’ დაჯილდოვდება. ნამუშევრების მიღება 20 ივლისიდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება, რომლებსაც კონკურსის სიმბოლო – ხოხობი და ერთჯერადი ფულადი პრემია გადაეცემათ, ,,თბილისობის’’ ღონისძიების ფარგლებში მოხდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ელექტრონული სააპლიკაციო საკონკურსო განაცხადის შევსება, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზეა განთავსებული.

ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა (საკონკურსო განაცხადი).

11992251_969109313134954_1546861191_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები