დავით ნარმანია სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ 10 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია სატელევიზიო პროექტ „ეტალონის“ 10 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო.
როგორც დედაქალაქის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ნარმანიამ „ეტალონის“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს იუბილე მიულოცა და მათ წარმატება უსურვა.
მისი თქმით, ინტელექტუალურ-შემეცნებითი გადაცემა ხელს უწყობს ახალგაზრდებში განათლებისა და წიგნის პოპულარიზაციას, სწორედ ამიტომ აღნიშნული პროექტი აქტუალობას წლების შემდეგაც არ კარგავს.
ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.