არიან თუ არა საშიშები თბილისში მომრავლებული გველხოკერები

დღეს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე წითელმუცელას ჯიშის გველი დაიჭირეს. როგორც „კვირას“ ცხოველთა მონიტორინგის პრესცენტრში განუცხადეს, დედაქალაქში გველების შემოსევა არ იგრძნობა და საგანგაშოც არაფერია.
მათივე ინფორმაციით, თბილისის ტერიტორიაზე არსებული ქვეწარმავლები შხამიანები არ არიან, თუმცა მათი შენიშვნისთანავე მოსახლეობამ აუცილებლად 112-ს უნდა მიმართოს.
„ძირითადად დედაქალაქში წითელმუცელას ჯიშის გველები ბინადრობენ. ესენი არც არიან გველები, გველხოკერები უფრო არიან. არ არიან საშიშები, თუმცა წითელმუცელას ჯიშის ქვეწარმავალი აგრესიულობით გამოირჩევა“, – განაცხადეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში.
ცნობისათვის: გუშინ ორთაჭალაში გიურზა დაიჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები