არეშიძემ ახალგაზრდული ბანაკის მორიგ ნაკადს უმასპინძლა
მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ ,,თბილისის მერიის ახალგაზრდული ბანაკი”-ის მეოთხე ნაკადს უმასპინძლა. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდებს ბანაკში არსებული ტრენინგებისა და სპორტული აქტიობების შესახებ ინფორმაცია გააცნო და სპორტულ აქტიობებში მიიღო მონაწილეობა.