ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილის ლევან გვაზავას ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე მე-9 დღეა არ გამოსწორებულა.
როგორც „კვირას“ ინგოროყვას სახელობის კლინიკაში განუცხადეს, გვაზავას მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მათივე თქმით, გვაზავა რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს, გვიან ღამით, ოქროყანის დასახლებაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში მყოფ ლევან გვაზავას იარაღიდან ტყვია გაუვარდა, რამაც მისი დეიდაშვილი რეზო კალომლეწავი იმსხვერპლა და ამის შემდეგ, შს ყოფილმა ჩინოსანმა თავის მოკვლა სცადა.