საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება
საქართველოში ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო სიმპოზიუმი 6-8 სექტემბერს გაიმართება, რათა საერთაშორისო საზოგადოება ქართული მეღვინეობის ისტორიასა და კულტურას გაეცნოს.
სიმპოზიუმი ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიები, ჟურნალისტები და სხვა ენთუზიასტები მიიღებენ.
სიმპოზიუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი 6 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გახსნის.