თამარ სანიკიძე ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის რამდენიმე სკოლას ეწვია და ახალი სასწავლო წლისათვის მზადების პროცესს პირადად გაეცნო.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა სკოლებში ის სახელმძღვანელოები დაათვალიერა, რომელიც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლისთვის გადაეცემათ. თამარ სანიკიძე სკოლებში ჩატარებული და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებითაც დაინტერესდა.
ამავე დღეს თამარ სანიკიძემ თბილისის ერთ-ერთი დიდკონტინგენტიანი, მე-11 საჯარო სკოლაც მოინახულა. სკოლაში ამჟამად 1120 მოსწავლე სწავლობს. სკოლა წლების მანძილზე ავარიული იყო და მოითხოვდა გადაუდებელ რეაბილიტაციას, სკოლის რამდენიმე ფლიგელში სასწავლო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა.
2013 – 2015 წლებში მე-11 სკოლას ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები, მოწესრიგდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სკოლის ინფრასტრუქტურა, გაკეთდა ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ოთახი, რომელიც აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, მოეწყო სააქტო დარბაზი, გაკეთდა შიდა კიბეები. სკოლაში არის 10 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელთათვისაც გასულ წელს რესურსოთახი მოეწყო, მათთან მუშაობს სპეცმასწავლებელი. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს სამ სართულზე არსებულ საკლასო ოთახებში და დერეფანში, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. სკოლაში დაგეგმილია სპორტული დარბაზის რეაბილიტაციაც და ამით დასრულდება სრული რეაბილიტაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები