კახა კალაძე:თურმე როგორ გვენატრება მოგება, კარგი თამაში

 საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს შოტლანდიის ნაკრებთან გამარჯვებას ულოცავს.
“დღეს ჩვენმა ნაკრებმა შოტლანდიასთან 1:0 მოიგო! ერთი სიტყვით ყველას განწყობას გამოვხატავ — ბრავო! თურმე როგორ გვენატრება მოგება, კარგი თამაში… ეს დასაწყისია! ყველაფერი განახლდება, ყველაფერი თავიდან დაიწყება- და წინ მხოლოდ გამარჯვება, სიამაყე და გახარებული გულშემატკივარი გველის! გილოცავთ ბიჭებო! გმადლობთ ბიჭებო!“-წერს კახა კალაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდია ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის 38-ე წუთზე ლევან მჭედლიძის პასით ვალერი ყაზაიშვილმა გაიტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები