მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა
მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა. საქართველო მედიის დამოუკიდებლობის რეიტინგში, რომელსაც “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს, 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილს იკავებს. გასულ წელს საქართველოს ამ რეიტინგში 84-ე ადგილი ეკავა. სიის პირველ სამეულში ფინეთი, ნორვეგია და დანია არიან.
ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მედიამფლობელების გამჭვირვალობა გაუმჯობესდა. თუმცა, საინფორმაციო გამოშვებები პოლიტიკურად პოლარიზებულია და ჯერ კიდევ არც თუ დამოუკიდებელია.