საქართველო – შოტლანდიის მატჩის გამო ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა

საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით ეროვნული სტადიონის მიმდებარე გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, 4 სექტემბერს მუნიციპალური ავტობუსების ზოგიერთი მარშრუტი იცვლება.
მერიის ინფორმაციით, № 11 იმოძრავებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონამდე (აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარედ); № 15, 20, 27, 33, 84, 86 – აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქუჩა – მარცხენა სანაპირო – კვინიკაძის ქუჩა – თამარ მეფის გამზირი. უკუმიმართულებით: თამარ მეფის გამზირი – მარცხენა სანაპირო (ჩასვლა კინოსტუდიის მხრიდან) – სამტრედიის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი;
№ 21, 46 – აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქუჩა – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – პეკინის ქ. – კოსტავას ქ. – გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით: გმირთა მოედანი – კვინიკაძის ქ. – მარცხენა სანაპირო – სამტრედიის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი. ასევე, სპეცილაურად, სუპერთასის მონაწილე გუნდების ჩამოსული გულშემატკივრებისთვის დამატებით დაინიშნა ორი მარშრუტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები