ღვინის ეროვნული სააგენტო: რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტი შარშანდელთან შედარებით 46 პროცენტითაა შემცირებული

ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის 8 თვის მონაცემებს აქვეყნებს.
სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19 მილიონ 860 ათას 452 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
მათივე ცნობით, ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის მომატება ყაზახეთში -2 პროცენტით, (2936256 ბოთლი), ჩინეთში 60 პროცენტით (1185821), პოლონეთში- 1 პროცენტით (1020394), ლატვიაში – 2 პროცენტით (709602), ლიტვაში – 1 პროცენტით (363678), ესტონეთში – 37 პროცენტით (297432), გერმანიაში – 27 პროცენტით (188 528), აშშ-ში – 26 პროცენტით (155744), კანადაში – 89 პროცენტით (120180), იაპონიაში – 7 პროცენტით (90194), ყირგიზეთში – 23 პროცენტით (79080), კორეაში კი 2, 21 პროცენტით (24054).
მთელ რიგ ქვეყნებში, ექსპორტის მატების მიუხედავად, რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, 2 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანაში – რუსეთსა (-58%) და უკრაინაში (-63%) ექსპორტის მკვეთრმა კლებამ, გავლენა იქონია ექსპორტის 8 თვის საერთო მონაცემზე, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46 პროცენტითაა შემცირებული.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი -10111948 ბოთლი, ყაზახეთი -2936256, უკრაინა – 1739438, ჩინეთი – 1185821და პოლონეთი -1020394.
ამასთან ერთად, საანგარიშო პერიოდში 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 677 415ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, 18 ქვეყანაში -75 036ბოთლი (0,5 ლ) ბოთლი ჭაჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები