შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოძრაობა ა. წერეთლის გამზირზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩამდე), გ. ცაბაძის ქუჩაზე სრულად (სანაპირო-გ.ცაბაძის ქუჩის კვეთიდან), ასევე დ. ყიფიანის და ს. მეტრეველის ქუჩებზე იკრძალება.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ საქართველო-შოტლანდიის საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით, „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, 17:00 საათიდან მატჩის დასასრულამდე, მოძრაობა იკრძალება შემდეგ ქუჩებზე: ა. წერეთლის გამზირზე (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მ. წინამძღვრიშვილის ქუჩამდე), გ. ცაბაძის ქუჩაზე სრულად (სანაპირო – გ.ცაბაძის ქუჩის კვეთიდან), ასევე დ. ყიფიანის და ს. მეტრეველის ქუჩებზე სრულად“,- აღნიშნულია განცხადებაში.