ნიკოლოზ მჟავანაძე პარლამენტარებს: სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით არ ზიხართ პარლამენტში?!

უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე პარლამენტარ თამაზ მეჭიაურის მიერ გაკეთებული განცხადებების გაკრიტიკების გამო გაკვირვებულია და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
„რა თქვა ამ კაცმა ისეთი, რაც სიმართლეს არ შესაბამება?! არ მისცა ბიძინას ხათრით ხმა ხალხმა ხმა მას, ისე როგორც თქვენ, ბატონო პარლამენტარებო, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით არ ზიხართ პარლამენტში?!
არ ქსოვდა ეს ადამიანი წინდებს, რისი დამადასტურებელი ფოტოსურათიც ნახა საზოგადობამ?!
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე მოსაუბრე პატივცემული „ენ-ჯე-ოები“ პატრიარქს და ეკლესიას მოღალატეებად რაცხავენ და ამაზე არავინ საუბრობს და მეჭიაურის განცხადებაზე პეტიცია კეთდება, თუ როგორ უნდა დავწვათ ის კოცონზე?!
რატომ უკვირთ ზოგიერთებს ფონდების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება. სოროსის და სხვა ფონდები, საქართველო სისხლში რომ იხრჩობოდა, კაპიკს არ აძლევდნენ ამ თემაზე მოსაუბრე არასამთავრობოებს და დღეს კი ფულს არ იშურებენ ამ მთავრობის ჩამოსაგდებლად. ქალბატონი თინა ხიდაშელი მშვიდად ხვდება და არ რეაგირებს მისი პარტიელის დავით ზურაბიშვილის განცხადებაზე, როცა მან უშვერი სიტყვები და ლანძღვა არ დაიშურა ივანიშვილის და ღარიბაშვილის მიმართ და ახლა ლამის ანათემაზე გადასცეს მეჭიაური. ისე, ნამდვილად არაა დღეს სოროსის ფონდის წევრობა საამაყო. რადგან ეს ფონდი ამტკიცებდა სააკაშვილს და ძირს უთხრის ამ ხელისუფლებას. ის ხალხი, ვინც მეჭიაურის ტაქტზე საუბრობს პარლამენტში, გასარეკია არა მარტო პარლამენტიდან, არამედ პოლიტიკური სივრციდან. თქვენ ხართ ვირთხები… სუნი გეცათ, რომ გემი იძირება და ახლა ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ვიღაცას ასიამოვნოთ.. რათა მერე იქნებ მათ გემშიც ამოყოთ თავი“, – წერს ნიკოლოზ მჟავანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები