რა თანხა უჯდება შშმ მქონე ბავშვებისთვის პენსიის გაზრდა სახელმწიფოს

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს პენსია 160 ლარამდე გაეზრდებათ. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი პირი სულ 24 457-ია. სოფრომაძის განცხადებით, აქამდე შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვებს პენსია 100 ლარი ჰქონდათ.
“ეს გახლავთ 9 000-ზე მეტი ბავშვი, ამით, ფაქტრობრივად, შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა ამ რამდენიმე თვის წინ შეზღუდული შესაძლებობების მქონე ბავშვების მშობლებთან.
მთლიანობაში საქართველოს ბიუჯეტს ეს დაუჯდება 3 100 000 ლარი, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება”, – განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები