აჭარის პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებმა გონიოს ციხე დაათვალიერეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და ხელვაჩაურის რაიონის პროკურატურის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის ექსკურსია მოეწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევის და ხულოს რაიონების) სოციალურად დაუცველთა ოჯახებიდან თხუთმეტმა მოსწავლემ გონიოს ციხე, ციხის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი და წმინდა მატათას საფლავი მოინახულეს. ასევე მოსწავლეები გონიოს ციხის ისტორიას გაეცნენ .
მოზარდებმა და რაიონულმა პროკურორმა პროკურატურის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში და სამართლის აღსრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიება პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა და მოზარდების სამართლებრივი ცოდნის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.