პირდაპირი ეთერის დროს ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს – ვიდეო
ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის შტატში ტელეარხ WDBJ7-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. დაღუპულები არიან 24 წლის ელისონ პარკერი და 27 წლის ადამ უორდი.
ტრაგედია პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოხდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ვიდეოზე ისმის სროლის ხმა და ყვირილი. პოლიციისთვის დანაშაულის მოტივები უცნობია. ამჟამად ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.