“სააკაშვილი იქ ქალებსა და კაცებს დაერია, პრეზიდენტობისას რას იზამდა, ხომ წარმოგიდგენიათ”

ერთი რიგითი გუბერნატორია და იქ ქალებსა და კაცებს დაერია, პრეზიდენტობისას რას იზამდა, ხომ წარმოგიდგენიათ, – ამის შესახებ დეპუტატმა კახა კოპალიანმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც კოპალიანმა აღნიშნა, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გუბერნატორის თანამდებობას ვერ ეგუება და ისევ საქართველოს მართვა უნდა.
მისივე თქმით, “ოდესის გუბერნატორობა პატარა თანამდებობა არ არის, მაგრამ სირცხვილია, როდესაც კაცი 10 წლის მანძილზე ქვეყანას მართავს და უცბად რომელიღაც ქვეყნის გუბერნატორად ინიშნება”.
„სააკაშვილს რომ ვამხელდით, ბევრი არ გვიჯერებდა. წავიდა უკრაინაში და იგივეს აკეთებს. ერთი რიგითი გუბერნატორია და იქ ქალებსა და კაცებს დაერია, პრეზიდენტობისას რას იზამდა, ხომ წარმოგიდგენიათ. კარგად ვიცი, რომ ის თავის ახალ თანამდებობას ვერ ეგუება და საქართველოს მართვა ისევ უნდა. „ნაციონალებს“ ტყუილად აქვთ დაბრუნების იმედი, რადგან ქართველი ხალხი მათ გვერდით აღარასდროს დაუდგება. რამდენჯერაც „ნაცებმა“ აქცია გამართეს, მათ დაძახილზე არავინ მივიდა, ეს სულ ასე იქნება“,- განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები