ლევან მახაშვილი: გავაგრძელებთ ჩვენს სახელმწიფოზე და ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას

“გავაგრძელებთ ჩვენს სახელმწიფოზე და ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ნამდვილად დასანანია, რომ საქართველოს მხრიდან გაწვდილ ხელს – სრულიად ჯანსაღ პარტნიორულ დამოკიდებულებას ბრიუსელის მაღალჩინოსნები ამ ტიპის განცხადებებს ახვედრებენ. გავაგრძელებთ ჩვენ პოლიტიკას, ჩვენს სახელმწიფოზე და ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკას და იმედი მაქვს, რომ რაღაც მომენტში, მათ შორის, ბრიუსელის ბიუროკრატები გადაიაზრებენ, რომ მათი პოლიტიკა არის დიალოგის მაგიდის აყირავების პოლიტიკა, რაც არ შეესაბამება მათსავე ინტერესებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში დავუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს“, – განაცხადა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, კაია კალასმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები