კახა კალაძე: ტერორიზმი – ეს არის თანამედროვე მსოფლიოს „შავი ჭირი“

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე თურქეთში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. კახა კალაძე ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს და ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.

„თურქეთის ტერიტორიაზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ტერაქტს ემსხვერპლა რამდენიმე ათეული ადამიანი და არის ასეულობით დაჭრილი… ტერორიზმი – ეს არის თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირი და მთელი ცივილური სამყარო ერთიანი ძალებით უნდა წინ აღუდგეს ამ დამანგრეველ, კაცობრიობის მტერ ბოროტებას. ვუსამძიმრებ უპირველეს ყოვლისა დაღუპულების ჭირისუფალს, თურქ ხალხს, ხელისუფლებას და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი უბედურება აღარ დატრიალდება მათ ქვეყანაში“, – ნათქვამია კახა კალაძის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები