სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესში იმყოფება. ამის შესახებ საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დენის სამიგინმა განაცხადა.
მანამდე ოდესის ოლქის გუბაერნატორის მოადგილე მარინა გაიდარი აცხადებდა, რომ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას არ აპირებს. სწორედ ამ მიზეზით, გაიდარის თქმით, ისიც არ გეგმავს რუსეთის მოქალაეობაზე უარის თქმას. ოდესის ოლქის გუბერნატორად პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი 30 მაისს დანიშნა. მანამდე პრეზიდენტმა მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. უკრაინის კანონმდებლობაში ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები