„პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს: როგორ იცვლებოდა 2008 წელს სახელმწიფო საზღვარი და რა ტერორს ახორციელებდა სააკაშვილი ბიზნესმენებზე

როგორ იცვლებოდა 2008 წელს სახელმწიფო საზღვარი და რა ტერორს ახორციელებდა სააკაშვილი ბიზნესმენებზე – აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს.
როგორც “პოზიციაში“ აცხადებენ, სხვადასხვა სამინისტროსგან მოძიებული ინფორმაციების მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქონების მასობრივი ჩამორთმევისა თუ ბიზნესმენების მიერ „ნებაყოფილობით“ გადაფორმებული ქონების დიდი წილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდზე მოდის.
„პოზიციის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს იურიდიული პირებისაგან ჩუქების წესით 21 432 456 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა.
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თვით რუსეთის ფერედერაციის მიერაც კი აღიარებული იყო საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილებად, ხოლო სააკაშვილის პროვოკაციული და გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში გადაიზარდა, დღეს სახეზე გვაქვს რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებული ორი ძირძველი ქართული რეგიონის არსებობა.
„პოზიციის“ განცხადებით, მაშინ, როცა სააკაშვილის წამოწყებულ სამხედრო ავანტურას ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სრული ოკუპაცია და მათი რუსეთის მხრიდან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, სამაჩაბლოდან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის სრული გამოდევნა და ე.წ. საოკუპაციოს ხაზის გავლება მოჰყვა, სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ერთი წუთითაც არ შეუწყვეტიათ ქართველი თუ უცხოელი ბიზნესმენებზე ტერორი და მათთვის ქონებების ჩამორთმევის პროცესი.
სხვადასხვა სამინისტროსგან მოძიებული ინფორმაციების მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ქონების მასობრივი ჩამორთმევისა თუ ბიზნესმენების მიერ „ნებაყოფილობით“ გადაფორმებული ქონების დიდი წილი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდზე მოდის.
„პოზიციის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2008 წლის განმავლობაში სახელმწიფოს იურიდიული პირებისაგან ჩუქების წესით 21 432 456 ლარის უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა. ქონების ყველაზე რეკორდული მაჩვენებელი 18 754 451 ლარის ქონება – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა. მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მოსდევს, რომელსაც 2 275 444 ლარის ქონება ერგო. ფინანსთა სამინისტრომ 25 922 ლარის, ენერგეტიკის სამინისტროს 278 726, განათლების სამინისტრომ – 13 632, თავდაცვის სამინისტრომ კი 85 000 ლარის ქონება მიიღო.
საყურადღებოა, რომ ბიზნესმენების მიერ სახელმწიფოსთვის ქონების „ჩუქების“ არაერთი ფაქტი ფიქსირდება 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში და მის შემდგომ თვეებშიც.
2008 წლის 13 აგვისტოს, მაშინ, როცა საქართველოსთვის მებრძოლთა გვამები ჯერ კიდევ გაციებულიც კი არ იყო, შპს „APS”-მა ფინანსთა სამინისტროს საჩუქრად გადასცა 25 922 ლარის ქონება. 2008 წლის 20 აგვისტოს შპს „მიკრომედია XXI”-მ, რომელიც სადღეისოდ ლიკვიდირებულია და აღარ არსებობს, ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 323 993 ლარის ღირებულების საოფისე ტექნიკა და ინვენტარი.
2008 წლის 25 აგვისტოს შპს „მაგნუმმა” ეკონომიკის სამინისტროს ჩუქების წესით გადასცა 11 ერთეული, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს – 2 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი (პისტოლეტი), რომელთა საერთო ღირებულებამაც 11 180 ლარი შეადგინა. 2008 წლის 26 სექტემბერს, შპს „დიონისე გ.ს.”-მა სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა 21 ერთეული ავტომანქანა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 506 100 აშშ დოლარი შეადგინა. ამავე კომპანიამ რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ, 2008 წლის 4 დეკემბერს, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა კიდევ ერთი ავტომანქანა, რომლის ღირებულებაც 65 500 აშშ დოლარი იყო.
2008 წლის 17 ოქტომბერს შპს „ერთგულებამ” ეკონომიკის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა 12 ერთეული ავტომანქანა, რომელთა საერთო ღირებულება 415 197 ლარს შეადგენდა. თუმცა, მხოლოდ ავტომანქანები არ არის ერთადერთი საჩუქარი, რასაც ბიზნესი სააკაშვილის დროს სახელმწიფოს უსასყიდლოდ უკეთებდა. 2008 წელს სახელმწიფოსათვის არაერთი ბიზნესწილის გადაფორმების ფაქტი იკვეთება. მაგალითად, 2008 წლის 5 აგვისტოს, კომპანია „ჯეოსელმა” ეკონომიკის სამინისტროს 2,5-პროცენტიანი წილი გადაუფორმა, რომლის ღირებულებაც 250 025 აშშ დოლარს შეადგენდა.
2008 წლის 3 ოქტომბერს სააქციო საზოგადოება „თელეთის ნავთობის კომპანიის” ოთხი შვილობილი ორგანიზაციის – შპს „საქართველოს გაზსაცავების კომპანიის”, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია – ნინოწმინდას”, შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია – ნორიოს” და შპს „ქართულ-ბრიტანული ნავთობის კომპანია – ნაზვრევის” 50%-იანი წილები ეკონომიკის სამინისტროზე გადაფორმდა.
2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, ბიზნესორგანიზაციების მიერ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული, ანუ ნაჩუქარი ქონების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4 773 438 ლარი და 1 214 868 აშშ დოლარი. აქედან 4 171 677 ლარისა და 902 643 აშშ დოლარის ღირებულებისა იყო 142 ერთეული ავტომანქანა, რომელიც ბიზნესმენებმა სახელმწიფოს აჩუქეს.
ამ კუთხით სახელმწიფოს მიმართ ყველაზე გულუხვი და ხელგაშლილი კომპანია „გუდვილი” აღმოჩნდა, რომელმაც 2008 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფოს, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს, 49 ერთეული ავტომანქანა უსასყიდლოდ გადასცა. „გუდვილის” მიერ სახელმწიფოსთვის გაკეთებული „საჩუქრის“ ღირებულებამ 1 675 717 ლარი შეადგინა.
2008 წელს 31 ერთეული ავტომანქანა ეკონომიკის სამინისტროსათვის უსასიყიდლოდ აქვს გადაცემული „ტოიოტა ცენტრს”. მათ შორის, ერთი ავტომანქანა, 86 098 ლარის ღირებულებით, 6 ნოემბერს, ხოლო 30 ავტომანქანა, რომელთა საერთო ღირებულებამაც 1 039 104 ლარი შეადგინა – 4 დეკემბერს.
ამ ინფორმაციის ნამდვილობას „ტოიოტა ცენტრი თბილისის” ხელმძღვანელი ირაკლი გურჩიანი ადასტურებს. კომპანიამ 2008 წელს ეკონომიკის სამინისტროს მართლა გაუფორმა 31 ერთეული ავტომანქანის ნაჩუქრობა და ეს 31 ერთეული ავტომანქანა „ტოიოტა ცენტრი თბილისში” თურქმა ბიზნესმენებმა ხელზე გადახდით, ანუ ნაღდი ფულით შეიძინეს, თუმცა, როგორც ირკვევა, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სურდათ, რომ მანქანების სახელმწიფოსათვის მჩუქებლებად თურქი ბიზნესმენები დაფიქსირებულიყვნენ, ამიტომ, მათ მიერ ნაყიდი მანქანების ეკონომიკის სამინისტროსათვის მჩუქებლად, „ტოიოტა ცენტრი თბილისი” დაფიქსირდა.
2008 წლის 6 აგვისტოს სს „თელეთის ნავთობის კომპანიამ” ეკონომიკის სამინისტროს 199 981 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება აჩუქა.
კვლევის შედეგად ასევე დადგენილია, რომ როგორც სს „თელეთის ნავთობის კომპანია”, ასევე მისი შვილობილი ოთხივე ორგანიზაცია, სადღეისოდ ლიკვიდირებულია და აღარ ფუნქციონირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული ფაქტები და ასევე 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში დასავლეთიდან მიღებული კოლოსალური ფინანსური დახმარების საკითხი შეისწავლოს და აღძრას სისხლის სამართლის საქმეები ჩადენილ უკანონობებზე“,- ნათქვმია “პოზიციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები