კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მარცხენა სამოძრაო ზოლი ჩაინგრა
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის მიზეზი საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრზე მეწყერული პროცესების შედეგად გზის სავალი ნაწილის მარცხენა სამოძრაო ზოლის ჩანგრევა გახდა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება კოდა-მარნეულის, მარნეული-თეთრიწყაროს და ფარცხისი-თეთრიწყაროს საავტომობილო გზების გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.