პრემიერი: ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის…

ჩემთვის რომ ეკითხათ, რომელია ყველაზე წარმატებული საქმე, რომელიც გამიკეთებია, ვიტყოდი, რომ ეს არის განათლების საერთაშორისო ცენტრი, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეებს.
ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის სტუდენტების საჭიროებები და თუ ხელისუფლებას მომავალზე ზრუნვა სურს, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გააკეთოს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც კურსდამთავრებულები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2015-16 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი სტუდენტობის წლები გაიხსენა, როდესაც აშშ-ში სწავლის გაგრძელება, თანადაფინანსების საჭიროების გამო ვერ შეძლო და მოგვიანებით სორბონას უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც სწავლა უფასო იყო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, სორბონაში მის კურსზე სწავლობდნენ სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებსაც სახელმწიფო ან დიასპორის შენატანებით არსებული ფონდი აფინანსებდა. განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც კურსდამთავრებულები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2015-16 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები. “მიხარია, რომ ამ ყველაფრის კეთების საშუალება გვეძლევა. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი გამოწვევაა – ეკონომიკა, უმუშევრობა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეშია და ამის დაძლევას მარტო მთავრობა ვერ შეძლებს. ამას სჭირდება კერძო სექტორის განვითარება და განათლებული თაობა. თქვენს გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია”,- მიმართა პრემიერმა სტუდენტებს. შეხვედრა ახალგაზრდებთან ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასასრულს მთავრობის მეთაური ცენტრის სტიპენდიანტების მიერ გამართულ კონცერტსაც დაესწრო, რომელზეც სტუდენტებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც კურსდამთავრებულები, ასევე მიმდინარე გრანტის მფლობელი და 2015-16 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები