საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ შანლიურფას სურუჩის რაიონში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ტერორიზმის, ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ტერაქტის შედეგად დაშავებულებს კი უსურვებს გამოჯანმრთელებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის: ინციდენტი ქალაქის კულტურულ ცენტრთან ახლოს მდებარე კაფეში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ქალაქი სურუჩი სასაზღვრო რეგიონში სირიის ქალაქ ქობანისთან ახლოს მდებარეობს. ქობანიში ბოლო რამდენიმე თვეა ქურთ სამხედროებსა და “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტებს შორის დაპირისპირება ინტენსიურად მიმდინარეობს. აფეთქების შედეგად შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა 100 – მდე ადამიანი .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები