შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქველმოქმედო ღონისძიებებს უერთდება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2015 წლის 13 ივნისს დედაქალაქში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული შედეგების გამო და უსამძიმრებს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს! ამასთან, უნივერსიტეტი უერთდება საქველმოქმედო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად და ქალაქის რეკონსტრუქციისათვის!