თბილისის ზოოპარკი ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზოოპარკი მადლიერია ყველა იმ ადამიანის და მოხალისისა, რომელიც დაუღალავად შრომობს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, – ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“გვიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომელიც გამოხატავს დახმარების სურვილს, ყველა მათგანს ვერც ვპასუხობთ. დახმარების მსურველი მოქალაქეებისა და ორგანიზაციების რიცხვი დიდია, მიზანმიმართული და ეფექტიანი თანადგომისთვის ვაქვეყნებთ ჩამონათვალს, თუ რისი საჭიროებაა ამ ეტაპზე. დახმარების მსურველები დაგვიკავშირდით ან პირდაპირ მოგვაწოდეთ ადგილზე (ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში) ნივთები ქვემო ჩამონათვალიდან:
– საბავშვო გასაბერი აუზი პინგვინებისთვის – 2 ცალი;
– საბავშვო აბაზანები წყლისთვის – 20 ცალი;
– ტაშტები – 50 ცალი;
– ეზოს ცოცხები – 200 ცალი;
– ეზოს აქანდაზები – 100 ცალი;
– წყლის ვედროები (რკინის ან პლასტმასის) – 100 ცალი;
– ფოცხი – 50 ცალი;
– ძლიერი, დიდი ბოქლომები – 30 ცალი;
– ნაგვის მწვანე, ბორბლებიანი ურნები – 50 ცალი;
– პირბადე – 1000 ცალი;
– ხელთათმანი – 1000 ცალი;
– სასმელი წყალი – რაც შეიძლება ბევრი;
– “ბალგარკა” – 2 ცალი (230 მმ-იანი ქვა 50 ცალი);
– 3 მმ-იანი ელექტროდი – 200 ცალი. დიდი მადლობა!”, – ნათქვამია განცხადებაში.