თბილისის თასზე გაყიდული ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად დაზარალებულ ოჯახებს მოხმარდება

საქართველოს რაგბის კავშირი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს სტიქიური უბედურების დროს დაღუპულ ჩვენს თანამოქალაქეთა ოჯახებს. თბილისის თასის მეორე რაუნდის, 17 ივნისს გასამართ მატჩებზე დასასწრები ბილეთებიდან შესული თანხა მთლიანად მოხმარდება სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს.
„მსოფლიო რაგბის“ თბილისის თასის 2015 წლის მეორე ტურამდე 2 დღე რჩება, მატჩები 17 ივნისს 17:00 და 19:00 საათებზე გაიმართება. „თბილისის თასი 2015“-ის ბილეთების შეძენა ხვალიდან განახლდება და ქომაგებს ყოველდღიურად ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროებში შეეძლებათ შეძენა. სალაროები 12 საათიდან 19 საათის ჩათვლით იმუშავებს. ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები