ლაშა აბაშიძე: ნუცუბიძეზე გზის ჩამოშლა დაზიანებულმა წყლის მილმა გამოიწვია
ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გზის ჩამოშლა დაზიანებულმა წყლის მილმა გამოიწვია. ამის შესახებ განმარტება ვაკის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ გააკეთა. მისივე თქმით, წყლის მილი წვიმის შედეგად დაზიანდა. „ძლიერი წვიმის შემდეგ მილში გავიდა დიდი რაოდენობით წყალი, ვეღარ გაუძლო მილმა და მონაკვეთი ჩამოშალა”,-აღნიშნა აბაშიძემ.
ცნობისთვის: ნუცუბიძის მე-3 პლატოზე გზა გუშინ ჩამოიშალა.