დაზარალებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოს რეგიონების მოსახლეობაც აგროვებს
რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართვეობის ორგანოებში სპეციალური შტაბები შეიქმნა.
დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა. სპეციალურ შტაბებში მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები მიაქვთ. აქციაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხალისეები. თბილისისკენ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები უკვე გამოემართნენ კახეთიდან და ქვემო ქართლიდან, ხოლო იმერეთიდან და სამეგრელოდან ტვირთი 18 საათისთვის დაიძრება. დანარჩენ რეგიონებში კი ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება გრძელდება.
აჭარის მთავრობა კი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ.