ლადო ძნელაძისა და ირმა ზავრადაშვილის დახმარებით, 110 ადამიანი საცხოვრებელი ფართითაა უზრუნველყოფილი

სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეთა დახმარება დედაქალაქში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დედაქალაქის საკრებულოს ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ლადო ძნელაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 110 ადამიანი რაიონში არსებულ სამი მაღალი დონის სასტუმროში განთავსდა.
რაიონში მოსახლეობისთვის შესაბამისი დახმარებისა და კოორდინაციის გაწევის მიზნით, გამგებლის მოადგილის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი მოქმედებს, სადაც დახმარების მსურველები სტიქიით დაზარალებულთათვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტის თაობაზე ზუსტ ინფორმაციას მიიღებენ.
როგორც რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლადო ძნელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე დახმარების სურვილს არაერთი კერძო კომპანია თუ ორგანიზაცია გამოთქვამს. ირმა ზავრადაშვილის ინიციატივით კი დაზარალებულებს დიდუბის რაიონში არსებული მუნიციპალური სასადილოები ყოველდღიურად ცხელი სადილით უზრუნველყოფენ.
,,აღსანიშნავი ფაქტია, რომ სტიქიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, პლედები, საკვები და მედიკამენტები უბრალო ადამიანებს მოაქვთ და ამ მიმართულებით მოსახლეობის მხრიდან აქტივობა არ წყდება’’,-განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა და აღნიშნა, რომ დიდუბის რაიონის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სრული მზადყოფნა მაჟორიტარი დეპუტატისა და გამგეობის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები