თბილისის საკრებულოს შენობაზე დროშა დაეშვა
სტიქიის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად, 15 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გლოვის დღეს ყველა სახელმწოფო უწყების, მათ შორის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისტორიულ შენობაზე დროშა დაეშვა.
ამასთან, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით, 15 ივნისი უქმედ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.