რომან ფიფია უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს ბინას შეუძენს
ბიზნესმენი რომან ფიფია უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართით უზრინველყოფს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბიზნესმენი წერს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„დღეს გლოვის დღეა საქართველოში. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ყველანი დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ამ სირთულეებს მხოლოდ ერთად დგომა და ერთმანეთის დახმარება დაგვაძლევინებს. ყველას მოქალაქეობრივი ვალია, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მაქსიმუმი გავაკეთოთ. მზად ვართ, უსახლკაროდ დარჩენილ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელი ფართი შევუძინოთ, ხოლო „წითელი ჯვრის“ მეშვეობით დახმარება გავუწიოთ. ყველას მოქალაქეობრივი ვალია, სოციალური პასუხისმგებლობის მაქსიმალური გამოვლინება, რაც უბრალოდ თანადგომას ნიშნავს“, – ნათქვამია ფიფიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ვერემ ათეულობით ადამიანი სახლ-კარის გარეშე დატოვა. მოვარდნილმა წყალმა მათი საცხოვრებელი სახლები მთლიანად გაანადგურა.