მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელიც სტიქიით დაზარალებულებს სჭირდებათ

Facebook-ის ჯგუფი „13ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება“ იმ მედიკამენტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ყველაზე მეტად სჭირდებათ წყალდიდობით დაზარალებულებს.

გთავაზობთ მედიკამენტების ჩამონათვალს. ბავშვებისთვის:
1. ნუროფენი/კალპოლი/პანადოლი (7-8 ლარამდე) (ბავშვის სიცხის დამწევი/ტკივილგამაყუჩებლებია)
2. ოტიპაქსი/ანაურანი (ყურის ტკივილის)
3. ერიუსი (15 ლარი)/სუპრასტინი (თეთრები) (ანტიჰისტამინური/ალერგიისთვის)
4. პიოფაგის ამპულები (ურეცეპტოა) (2ლარამდე ღირს) ყველაფერს შველის (ყელის ანთებიდან, დიარეამდე)
5. ჰუმანას ელექტროლიტები (პაკეტებში) (1 ლარის ფარგლებში) (გაუწყლოებისთვის)
6. ლაქტო ჯი/ენტეროლი (10 ლარი) (კუჭ-ნაწლავის, დისბაქტერიოზისთვის) როგორც დიდებისთვის ასე ბავშვებისთვის დიდებისთვის:
7. კეტანოვი/მიგ 400/ ნუროფენი/ ციტრამონი – ტკივილგამაყუჩებლები
8. კორვალოლის წვეთები/ვალიდოლი – გულისთვის
9. წნევის წამლები
10. ბინტი/ბამბა/
11. სპირტი/ იოდი/ ბრილიანტის მწვანე (ზილიონკა)/ რივანოლის ხსნარი/ წყალბადის ზეჟანგი
12. გაციებისთვის – პარაცეტამოლი, გაციების ჩაის პაკეტები, ასპირინი. დაზარალებულებისთვის მედიკამენტებისა და პირველადი ნივთების მიტანა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე : ვაკის გამგეობა – თამარაშვილის ქ.N10ა; საბურთალოს გამგეობა – მიცკევიჩის ქ.N29; მთაწმინდის გამგეობა – ძმები ზუბალშვილების ქ.N48; ჩუღურეთის გამგეობა – დავით აღმაშენებლის გამზ.N65; დიდუბის გამგეობა – რობაქიძის N2; ნაძალადევის გამგეობა – გურამიშვილის გამზ. N16ა; გლდანის გამგეობა – სარაჯიშვილის N1გ; კრწანისის გამგეობა – გორგასლის ქ.N115; ისნის გამგეობა – ნავთლუღის ქ.N8_1; სამგორის გამგეობა- მოსკოვის გამზ. N14.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები