ნიანგისა და გარეული ტახის შემდეგ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პინგვინები იპოვეს

თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ნიანგისა და გარეული ტახის შემდეგ, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე პინგვინები იპოვეს. ცხოველები სპეციალურ ვოლიერებში გადაიყვანეს. ზოოპარკის ნაწილი ნაშალი მასალისგან გაწმენდილია.

დავით ნარმანიას განცხადებით, ჯერჯერობით ზოოპარკის ბედი არ გადაწყვეტილა, თუმცა სამომავლოდ არის გეგმა, რომ შეიძლება ზოოპარკი გადაიტანონ. ქალაქის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები გმირთა მოედანზე დასრულებულია, ხვალ დილიდან მოძრაობა აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები