თბილისში მგზავრების დანიშნულების ადგილზე მიყვანა ვერ ხერხდება

დედაქალაქში მგზავრების დანიშნულების ადგილზე მიყვანა ვერ ხერხდება – გზები პარალიზებულია. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით და, შესაბამისად, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრების დროულად და დანიშნულების ადგილზე გადაყვანა ვერ ხერხდება. იმის გამო, რომ თბილისში მარჯვენა სანაპირო ჩაკეტილია, საგრძნობლად დაიტვირთა მარცხენა სანაპირო, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.
„ათობით მიკროავტობუსი საცობშია და ვერ ახერხებს მგზავრების დანიშნულების ადგილზე მიყვანას. მიკროავტობუსები, რომლებიც ამ მომენტისთვის იწყებენ მგზავრების გადაყვანას, მიდიან ისნის მეტროსთან და შემდეგ უკან რუსთავში ბრუნდებიან“. ამის შემდეგ, მგზავრები ისნის მეტროდან უკვე თავად აგრძელებენ დანიშნულების ადგილზე მისვლას, შესაბამისად, მგზავრები, რომლებიც რუსთავში მოდიან, უნდა მივიდნენ ისნის მეტროსთან და უკან ასეთ შემთხვევაში დაბრუნდებიან. როგორც კი დამატებითი ინფორმაცია გვეცოდინება გზებზე არსებული ვითარების შესახებ, დროულად გავავრცელებთ.
წყარო: “Info rustavi”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები