ოზურგეთის გამგებელი თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მერაბ ჭანუყვაძე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„მიმძიმს ასეთ დროს საჭირო სიტყვების პოვნა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს. მადლობა ექიმებს, ძალოვნებს, მაშველებს, იმ უამრავ მოხალისეს, ვინც ტრაგედიის პირველივე წუთებიდან ასრულებს თავის ადამიანურ და მოქალაქეობრივ ვალს. ერთად შევებრძოლოთ ამ დიდ ტკივილს და არ დავკარგოთ იმედი ფეხზე დადგომის“, – აღნიშნულია გამგებლის სამძიმრის წერილში.