მაშველებმა გარეული ტახი იპოვეს
ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველთა მონიტორინგის მაშველთა ჯგუფმა ნიანგთან ერთად გარეული ტახი იპოვა. ორივე მათგანი ცოცხალია.
ცნობისთვის: ვერეს ხეობაში მოვარდნილი წყლის შედეგად ზოოპარკიდან 30-მდე ცხოველი გაიქცა, მათ შორის მტაცებლები. სპეციალურმა სამსახურმა რამდნიმე მათგანი დააძინა, ზოგის ლიკვიდირება გახდა საჭირო, ნაწილი კი სტიქიის შედეგად დაიხოცა. ამ დროისთვის მაშველთა ჯგუფი ერთ ვეფხვს, ორ ლომსა და ერთ აფთარს ეძებს. სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, ქობულეთის ქუჩაზე შავი პანტერისა და საბურთალოზე, ვეძისის დასახლებაში იაგუარის აღმოჩენის თაობაზე.