“აჩი, შოთი და რევაზ არველაძეების საქველმოქმედო ფონდი” სტიქიისგან დაზარალებულებს 5000 ლარით დაეხმარება
“აჩი, შოთი და რევაზ არველაძეების საქველმოქმედო ფონდი” სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად 5 000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ფონდიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, ფონდი მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ფონდიდან გამოყოფილი 5 000 ლარი სტიქიისგან დაზარალებულებს მოხმარდებათ. “ფონდი გამოყოფს 5 000 ლარს, რომელიც ჩაირიცხება სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში და ეს თანხა მოხმარდება სტიქიისგან დაზარალებულებს. ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ სტიქიისგან დაზარალებული ეს ოჯახები. არველაძეების ფონდი თხოვნით მიმართავს ყველა სპორტსმენს და გულშემატკივარს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდში დაუდგნენ ჩვენ საყვარელ ქალაქს და დაზარალებულ ადამიანებს”, – აცხადებენ ფონდში.