გიორგი ალიბეგაშვილი სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ- მინისტრთან, საქართველოს მთავრობის წევრებთან, დედაქალაქის მერთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.
მსახურების დაწყებამდე კათოლიკოს – პატრიარქმა ტაძარში შეკერებილებს ქადაგებით მიმართა.
„დღეს სრულიად საქართველო გლოვობს ამ ტრაგედიას, რომელიც მოულოდნელად დაგვატყდა თავს. ამ განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებთ და ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს. უფალმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები“, -განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა თბილისში მოქმედი ტაძრების წინამძღვრებს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ პანაშვიდის დასრულების შემდეგ დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. ამ ძნელბედობის ჟამს მინდა ყველას გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე ვუსურვო. მადლობას ვუხდი ყველა მოხალისეს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და მაქსიმალურად გვერდით უდგანან დაზარალებულებს. მათი ასეთი თავდადებით სრულიად საქართველო ამაყობს. იმედს გამოვთქვამ, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში არასდროს განმეორდება“, – განცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები