არასამთავრობოები დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებენ
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“, „ახალგაზრდული ცენტრი“, „პოზიცია“, ახალგაზრდა ადვოკატები“, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ ერთმანეთს ღიმილი“ და „კეთილსოფელი“ 14 ივნისს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს.
როგორც ორგანიზაციებისწარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ქალაქის რამდენიმე უბანში მოქალაქეებისგან ჩაიბარებენ ტანსაცმელს, საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად.
„სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ მარჯანიშვილის მეტროსთან დღის 3 საათიდან 20 საათამდე ბავშვების დასახმარებლად სპეციალურ პუნქტს გახსნის, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს: ტანსაცმლით, პამპერსით და სხვა საჭირო ნივთებით.
საკონტაქტო ინფორმაცია: 599 501188, „ახალგაზრდული ცენტრი“, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი N44, მეორე სადარბაზო, პირველი სართული. 9 საათიდან 23 საათამდე დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება.
საკონტაქტო ინფორმაცია: 597 75 55 98, „ახალგაზრდა ადვოკატები“, გაგარინი, ვაზისუბნის ქუჩა N7. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება. საკონტაქტო ინფორმაცია: 599 70 05 30 “პოზიცია“, ვერა, ტატიშვილის 19 კორპუსი, 25 ბ. 10 საათიდან 19 საათამდე შეგიძლიათ მოიტანოთ დახმარება. საკონტაქტო ინფორმაცია: 596 13 01 30. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ჩვენს თანამოქალაქეებს. აქცია გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში!