თბილისში დღეს საღამოს წვიმაა მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
დღეს საღამოს საათებში თბილისში შესაძლებელია აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილებიდან განუხცადეს.
ამავე ინფორმაციით, ხვალ, 16 ივნისს, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგ რაიონში შეიძლება ძლიერი წვიმაც. იქნება ელჭექი, ზოგ რაიონში სეტყვა.
რაც შეეხება ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 28 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 32. ხვალ თბილისში იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმა, ტემპერატურა 31 გრადუსი. ასეთივე ამინდი ნარჩუნდება 17 ივნისს.
18 ივნისს კი, ინტენსივობა კლებულობს, გამორიცხული არ არის, რომ საქართველოს ზოგიერთ რაიონში , მათ შორის თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით.