დავით ნარმანია: თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ და მოვიგონოთ ეს ადამიანები
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მეუღლესთან და ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მიმდებარე ტერიტორია ყვავილებით შეამკო.
დავით ნარმანიას განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ გარდაცვლილთა სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და მისასალმებელია ახალგაზრდების სურვილი, ეს ინიციატივა გუშინვე გაჩნდა და დღეიდან შევამკეთ ყვავილებით ის ადგილი, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა. თითოეული ჩვენგანის ვალია, გავიხსენოთ და მოვიგონოთ ეს ადამიანები, ყველაფერი გავაკეთოთ მათი ღირსების, მათი პატივისცემისა და მათი სახელების უკვდავსაყოფად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერი დავით ნარმანია, მეუღლესთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.