თბილისის მერის ინფორმაციით, გზების ნაწილი დღესვე გაიხსნება

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიამ განცხადებით, თბილისში გზების ნაწილი აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღესვე გაიხსნება. ნარმანიას თქმით, რესურსები მაქსიმალურად მობილიზებულია, გუშინ ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა ჩამოტანილი მასის გატანის სამუშაოებზე, ასევე გზების აღდგენა-გასუფთავების ღონისძიებები, იქ, სადაც აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულდა, გზების ნაწილი გაიხსნება.
„პარალელურად მუშაობენ სახლების, გზების მოწესრიგებაზე, გაწმენდით სამუშაოებზე. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სხვა სამუშაოებზე გადაერთვებიან“,- აღნიშნა ნარმანიამ.
დავით ნარმანიამ ასევე ზოოპარკში ცხოველების დაბრუნების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რათა ჯერ კიდევ გარეთ მყოფი ცხოველების დაკავება მოხდეს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მათი რაოდენობა უკვე დიდი არ არის და მათაც დააბრუნებენ უკან, ზოოპარკში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები