ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ ახალდაბაში იმყოფება.
ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებს მთავრობის მეთაური ადგილზე ეცნობა. სტიქიის ზონაში პრემიერთან ერთად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები